ანჩელოტი: “ბაიერნის” კრიზისი? ჯერ ძალიან ადრეა”
მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას კლუბში კრიზისის არსებობის შესახებ და აღნიშნავს, რომ ყველაფერი გამოსწორდება.
“ჩემს თავთან მართალი უნდა ვიყო. რა თქმა უნდა, ზოგჯერ უფრო მკაცრად განსჯაა საჭირო, მაგრამ ახლა არავის დასჯას არ ვაპირებ. მათ უნდა გაანალიზონ, რა მოხდა და რისი ბრალი იყო ეს.
კრიზისში ნამდვილად არ ვართ. ამაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა. სეზონის განმავლობაში რთული მომენტები ყოველთვის არის. ეს შესაძლოა მოხდეს ოქტომბერში ან იანვარში. ყველგან ასეა. მაგრამ მე ჩვენ შესაძლებლობებში დარწმუნებულები ვართ.
ვისწავლეთ, რომ სწორი განწყობისა და ინტენსიური თამაშის გარეშე ვერაფერს მოვიგებთ.” – განაცხადა ანჩელოტიმ, რომლის გუნდის მომდევნო მეტოქეც “პსვ” გახლავთ.