ანჩელოტი “ბაიერნის” ფეხბურთელების პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობდა
გერმანული სპორტული გამოცემა Sport1 ძალიან საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, მიუნხენის “ბაიერნის” აწ უკვე ყოფილი თავკაცი, კარლო ანჩელოტი ყველანაირად ცდილობდა, რომ გუნდი მაქსიმალურად მოკლე პერიოდში დაეტოვებინა.
წყაროს ცნობით, “პარი სენ-ჟერმენთან” წაგებული მატჩის წინ (0:3) იტალიელმა სპეციალისტმა სასტარტო შემადგენლობა ისე აირჩია, რომ არავისთვის არაფერი არ უთქვამს – არც ფეხბურთელთათვის, რამაც ისინი შოკირებულები დატოვა.
საინტერესოა ისიც, რომ ჟერომ ბოატენგი, რომელიც სათადარიგოთა სკამზე ყოფნას მოელოდა, განაცხადშიც კი არ მოახვედრა “პაპა კარლომ”, მისთვის კი არაფერი აუხსნია.
გერმანული გრანდის ფეხბურთელები თვლიან, რომ ასეთი ქმედებებით ანჩელოტი “ბაიერნის” ფეხბურთელების პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობდა. “პარი სენ-ჟერმენთან” მატჩის წინ გუნდში არაჯანსაღი ატმოსფერო სუფევდა.
პრესაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ანჩელოტის განსაკუთრებით ცუდი ურთიერთობა რიბერისთან, რობენთან, ბოატენგთან, ჰუმელსთან და მიულერთან ჰქონდა.