ანჩელოტი:”ბეილი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ “ევრო 2016″ მისთვის უმნიშვნელოვანესი იქნებოდა”
დღეს “ევრო 2016”-ის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართება პორტუგალიისა და უელსის ნაკრებებს შორის. მოგეხსენებათ, ამ გუნდებში მადრიდიდს “რეალის” სუპერვარსკვლავები, კრიშტიანო რონალდო და გარეთ ბეილი თამაშობენ. ისინი, საკლუბო დონისგან განსხვავებით, ახლა ერთმანეთის პირისპირ ითამაშებენ.
ძალიან დამაინტრიგებელ მატჩზე ისაუბრა იტალიელმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, რომელიც რონალდოსა და ბეილს “რეალში” 2013-2015 წლებში წვრთნიდა:“რონალდო და ბეილი – ამ ორ მოთამაშეს ძალიან კარგად ვიცნობ. ჩვენ ორი წლის განმავლობაში მადრიდის “რეალი” გვაკავშირებდა. მინდა, გითხრათ, რომ ეს სპორტსმენები არიან საკუთარი საქმის პროფესიონალები. ისინი მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძვიან და სხვა არაფერი აინტერესებთ. შესაბამისად, მათი ერთმანეთის პირისპირ ნახვა ძალიან საინტერესო იქნება.”
“გარეთი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ 2016 წლის “ევროპის ჩემპიონატი” მისთვის და მისი გუნდისთვის ძალიან მნიშველოვანი ტურნირი იქნებოდა. უელსელებმა შესანიშნავად გაიარეს საკვალიფიკაციო ეტაპი და მოხვდნენ ამ ჩემპიონატზე. შემდეგ კი ნახევარფინალამდე მივიდნენ. რატომ არ შეიძლება ისინი წინ წავიდნენ და დიდ წარმატებას მიაღწიონ?!”
“პორტუგალიაში მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ. კრიშტიანოს რომ თავი დავანებოთ, ამ გუნდს ნანი, რენატო სანჩესი და ჟოაო მოუნტინიო ჰყავს. მათ დიდ წარმატებას შეუძლიათ მიაღწიონ,” – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.