ანჩელოტი: “ძალიან მოტივირებულები ვართ”
![](https://fanebi.com/wp-content/uploads/2013/10/amc.jpg)
მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ მოახლოებულ “კლასიკოზე” ისაუბრა და თქვა, რომ “სამეფო კლუბის” ფეხბურთელები ძალიან მოტივირებულები არიან.
“იუვენტუსთან” გამართულ შეხვედრაში, ბენზემამ დიდი ენერგია დახარჯა, რადგან ის გუნდს დაცვაშიც ეხმარებოდა, ამიტომ ალვარო მორატა, ფიზიკურად, მასზე უკეთეს მდგომარეობაშია. ჩემი აზრით, “ელ კლასიკოში” თამაშისას, ყველაზე მთავარი გამოცდილებაა. ჯერ არ ვიცი, როგორი იქნება გუნდის სასტარტო შემადგენლობა.
ფეხბურთელები ძალიან მოტივირებულები არიან და მატჩს მოუთმელნლად ელიან. შეხვედრის დაწყების დროც მშვენიერია. შევეცდებით, ბოლომდე დავიხარჯოთ და წარმატებას მივაღწიოთ. მიმაჩნია, რომ “ბარსელონას” წინააღმდეგ, ჩვენი მთავარი კოზირი კონტრ-შეტევები იქნება. რა თქმა უნდა, მეტოქეს სივრცეები არ უნდა დავუტოვოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დავისჯებით”, – ამბობს ანჩელოტი.
დიტო ჭიჭინაძე