ანჩელოტი: “გვარდიოლას “ბაიერნზე” უფრო გამართულად ვითამაშეთ”
შინ, “ალიანს არენაზე” ბრემენის “ვერდერის” განადგურების (6-0) შემდეგ, მიუნხენის “ბაიერნის” ახალმა თავკაცმა, კარლო ანჩელოტიმ გუნდის თამაში შეაფასა.
“ძალიან კარგად დავიწყეთ მატჩი, მალევე მოვახერხეთ გოლის გატანა და სრულიად ვაკონტროლებდით თამაშს. ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემმა გუნდმა შესანიშნავად იასპარეზა.
დიდებული გუნდია მაგრამ, უნდა ვაღიარო, რომ ბევრი არაფერი შემიცვლია. უბრალოდ ვცადეთ, რომ უფრო გამართულად გვეთამაშა.”
“პაპა კარლომ” პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი გამოარჩია, რომელმაც ჰეთ-ტრიკის გაფორმება მოახერხა: “ის ფანტასტიკური ფეხბურთელია. ის ყოველთვის საჯარიმოშია და ყოველთვის მზადაა, რომ გოლი გაიტანოს.”