ანჩელოტი: “ჯობს, რონალდუ სათადარიგოზე იყოს, ბენზემა ტრიბუნაზე, ბეილი – სახლში”
მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა.
“რეალის” ბევრი მატჩი მინახავს და ბენზემას, ბეილისა და რონალდუს ტრიოზე ბევრი რამ ვიცი. ჩემი აზრით, გუნდს მათ გარეშეც შეუძლია წარმატების მიღწევა და ალბათ, ზიდანის იგივეს ფიქრობს. მირჩევნია, ამ ტრიომ ჩვენს წინააღმდეგ არ ითამაშობს – ჯობს, რონალდუ სათარიგოთა რიგებში იყოს, ბენზემა ტრიბუნაზე, ხოლო ბეილი – სახლში.
“რეალის” ფეხბურთელებთან არ მისაუბრია. ჩვენ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ, მაგრამ შესაძლებელია, ეს კარგიც იყოს და ცუდიც. ვიცი, რა შეუძლია სერხიო რამოსსს. მოკლედ რომ ვთქვა, ეს ჩემთვის განსაკუთრებული მატჩი იქნება”, – უთხრა ანჩელოტიმ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა დღეს, 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.