ანჩელოტი “ლივერპულთან” მატჩამდე: “შეუძლებელი არაფერია”
5 იანვარს ინგლისის თასის მესამე რაუნდის მატჩი შედგება მერსესაიდულ “ევერტონსა” და “ლივერპულს” შორის. “ევერტონის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, მატჩამდე პრესასთან ისაუბრა.
“ფანებმა იციან, თუ როგორი შედეგები მაქვს “ლივერპულის” წინააღმდეგ და დიდი ალბათობით, კმაყოფილებიც არიან. “ნაპოლიმ” უკვე შეძლო “ლივერპულის” დამარცხება ჩემპიონთა ლიგაზე. მერსესაიდული დერბი უმნიშვნელოვანესი რამ არის ჩვენთვის, რაც დიდ მოტივაციას გვაძლევს.
სიმართლე გითხრათ, კლოპთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. “ლივერპულთან” თამაში ყოველთვის ამაღელვებელია. მათი დამარცხება ძალიან კარგი გრძნობაა, თუმცა წაგებას მიჩვეულები ნამდვილად არ არიან.
ვიცი, რამდენად სურთ “ევერტონის” ფანებს “ლივერპულის” დამარცხება. ვერ ვიტყვი, რომ მათი დამარცხება შეუძლებელია. ამას დრო გვიჩვენებს,” – აცხადებს ანჩელოტი.