ანჩელოტი “ლივერპულთან” მატჩის მსაჯად კაშაის დანიშვნით უკმაყოფილოა

თარიღი: ოქტომბერი 2, 2018

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ “ლივერპულთან” მატჩისწინა პრესკონფერენციაზე შეხვედრის მთავარ არბიტრად ვიქტორ კაშაის დანიშვნის გამო უკმაყოფილება გამოხატა.

იტალიელ სპეციალისტს უნგრელ მსაჯთან არასასიამოვნო მოგონებები აკავშირებს. ჩემპიონთა ლიგის 2016-2017 წლების სეზონის ნახევარფინალურ ეტაპზე მადრიდის “რეალთან” დამარცხების (2:4) შემდეგ იმხანად “ბაიერნის” თავკაცმა კაშაი ღიად გააკრიტიკა. იმ შეხვედრაში არბიტრმა მეკარესთან ერთი ერთზე გასულ რობერტ ლევანდოვსკის შეცდომით თამაშგარე მდგომარეობა დაუფიქსირა, კრიშტიანუ რონალდუს ოფსაიდიდან გოლი ჩაუთვალა და არტურო ვიდალი მოედნიდან არასამართლიანად გააძევა.

“კაშაი ცუდ მოგონებებს მახსენებს. მიკვირს, რომ მატჩზე ეს მსაჯი დანიშნეს. ამბობენ, დრო ყველაფერის მკურნალიაო, მაგრამ მას შემდეგ ძალიან ცოტა ხანი გავიდა”, – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Football Italia.

“ნაპოლისა” და “ლივერპულს” შორის “სან პაოლოზე” ხვალ, ოთხშაბათს გასამართი მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

დე ლიხტის დაზიანება “ლიონთან” მატჩში (ფოტო, ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ლიონი” საკუთარ მოედანზე “იუვენტუსს” მასპინძლობს. შეხვედრის პირველ ნახევარში, ერთ-ერთ ეპი...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალი” – “მანჩესტერ სიტი” (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში მადრიდის “რეალი” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ სიტის” დაუპირ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მაღალი ტემპერატურის გამო იმობილე გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს

რომის “ლაციოს” იტალიელმა თავდამსხმელმა, ჩირო იმმობილემ, გუნდთან ერთად ვარჯიში შეწყვიტა. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიზეზი ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გატუზო: “ბარსელონაში წასვლამდე ჩაფხუტებსა და აბჯრებს შევიძენთ”

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “ბარსელონასთან” დაფიქსირებული საბრძოლო ფრის (1:1)...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ შეასრულეს “ნაპოლის” ფანებმა ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი (ვიდეო)

25 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “ნაპოლი” საკუთარ მოედანზე “ბარსელონას” დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა. მატჩის [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიდანი: “ეს გვარდიოლა-ზიდანის დაპირისპირება არ არის”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა “მანჩესტერ სიტისთან” მატჩამდე კომენტარი გააკეთა. ფრანგ სპეციალისტ იმედი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ალფონსო დეივისის სისწრაფე “ჩელსისთან” მატჩში (ვიდეო)

25 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე “ბაიერნი” მიიღო და 0:3 დამარცხდა. “ბაიერნის...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნაპოლი” — “ბარსელონა” (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ნაპოლისა” და “ბარსელონას” შორის პირველი მატჩი გაიმართა, რომელიც ფრედ, ანგარიშით […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჩელსი” — “ბაიერნი” (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ლონდონის “ჩელსისა” და მიუნხენის “ბაიერნს” შორის პირველი მატჩი გაიმართა, რომელიც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლიონის” თავკაცი: “რონალდუს შეჩერების გეგმა არ გვაქვს”

“ლიონის” მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ ჩემპიონთა ლიგაზე ტურინის “იუვენტუსთან” გასამართ მატჩამდე პრესასთან ისაუბრა და აღნიშნ...
წაკითხვა
ფეხბურთი

პიკე: “მარადონა უნიკალური ფეხბურთელი იყო, მაგრამ მე მესის ვირჩევ”

კატალონიის “ბარსელონას” ცენტრალურმა მცველმა ჟერარ პიკემ “ნაპოლისთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე მარადონასა და მესის შესახებ [&hel...
წაკითხვა