ანჩელოტი: “მიზნად ჩემპიონთა ლიგის მოგება დავისახეთ”
მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი 2016/17 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგებას ისახავს მიზნად, რისი ბოლო სამი მცდელობაც ამაო გამოდგა.
“ჩემპიონთა ლიგაზე “ბაიერნის” მიზანი გამარჯვება იქნება. ბოლო დროს, ისინი რაღაც დეტალების გამო ვერ იმარჯვებდნენ, ჩვენ კი ამ ხარვეზების აღმოფრხვასა და რესურსის მასიმალურად გამოყენებას ვეცდებით.”
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპში იტალიელ სპეციალისტს მისთვის უხერხულ მეტოქესთან, “ატლეტიკოსთან” მოუწევს დაპირისპირება. “პაპა კარლომ” ამ მატჩებზეც ისაუბრა: “ბაიერნმა” უკვე იცის, თუ რამდენად ძლიერია “ატლეტიკო”.
გასვლაზე მათი დამარცხება ვერც “რეალის” და ვერც “ჩელსის” თავკაცის რანგში ვერ მოვახერხე. ასე რომ, ამ მატჩს მოუთმენლად ველი.”