ანჩელოტი: „მოურინიოს სიტყვები? გასულ სეზონთან შედარებით, წელს „რეალი“ ჩემპიონატის მოგებისთვის იბრძვის“

თარიღი: მარტი 28, 2014

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი „ჩელსის“ თავკაცის ჯოზე მოურინიოს სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც მიმდინარე სეზონში „ბლაკოსის“ თამაშზე ისაუბრა. პორტუგალიელი სპეციალისტის თქმით, იგი ელოდა, რომ „სამეფო კლუბი“ ლა ლიგას ლიდერი იქნებოდა.

„მოურინიომ თავისი აზრი გამოთქვა. მინდა აღვნიშნო, რომ მიმდიანრე სეზონში „რეალი“ პრიმერას მოგებისთვის იბრძვის, რისი გაკეთებაც გასულ სეზონში ვერ მოახერხა“, – განაცხადა ფეხბურთის იტალიელმა სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

მსგავსი სიახლეები