ანჩელოტი: ” ნაკრებს ჩაბარებაზე მაშინ ვიფიქრებ, როცა 71 წლის ვიქნები”
კარლო ანჩელოტი, რომელიც მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე ჩაიბარებს მიუნხენის “ბაიერნს”, უახლოეს ათწლეულში იტალიის ეროვნული ნაკრების ჩაბარებას არ აპირებს. თუმცა არ გამორიცხავს, რომ ეს ოდესმე მაინც მოხდეს.
“ისტორიას თუ დავეყრდნობით, იტალია რუსეთში გასამართი მუნდიალის ფინალში უნდა გავიდეს, ხოლო 2030 წელს უნდა მოიგოს კიდეც ეს ტიტული.
“აძურის” რიგებში კარიერა არიგო საკისთან ერთად დავიწყე და კარგი იქნება თუ ასევე დავასრულებ – 71 წლის ასაკში, ეს შესაფერისი დრო იქნება.
ეს კი ნიშნავს იმას, რომ 2026 წლამდე მაღალ დონეზე უნდა განვაგრძო მუშაობა, შემდეგ კი ნაკრებში მუშაობაზეც დავფიქრდები.”