ანჩელოტი: “რთული იქნება, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ”
მადრიდის “რეალის” მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ “ვალენსიასთან” ჩატარებული შეხვედრა შეაფასა და საჩემპიონო შანსებზეც ისაუბრა.
“მოგება გვინდოდა, ამიტომ მოთამაშეები გულდაწყვეტილები არიან. მიუხედავად წარუმატებლობისა, ბოლომდე ვაპირებთ ჩემპიონობისათვის ბრძოლას, რაც საკმაოდ რთული იქნება. დარჩენილი სამი მატჩიდან ორი გასვლითია.
ვალენსიასთან მატჩში მსაჯობა საკმაოდ დაბალი დონის იყო. ამასთან ერთად, გვეტყობოდა დაღლილობა ჩემპიონთა ლიგის შემდეგ. ანალოგიური პრობლემები “ატლეტიკოს” და “ჩელსის” შეექმნათ.
თუმცა, სამ დღეში ერთხელ თამაშს მიჩვეულები ვართ და ოთხშაბთს კარგად უდნა გამოვიყურებოდეთ.
კარგი შანსი გვქონდა, რომელიც ვერ გამოვიყენეთ. თუმცა, საგანგაშო არაფერი მომხდარა. მართალია, “ატლეტიკოს” ბარსელონაში უკვე ფრეც ჰყოფნის, მაგრამ დღეს მარცხის შემთხვევაში საჩემპიონო რბოლას საერთოდ ვეთიშებოდით” – განაცხადა ანჩელოტიმ.