ანჩელოტი: “რთული მატჩი გველის, ბელგრადში თავიანთი კლუბი ძალიან უყვართ”
“ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, “ცრვენა ზვეზდასთან” გასამართ მატჩამდე აცხადებს, რომ ბელგრადელებისგან დიდ წინააღმდეგობას ელის.
“ძალიან რთულ ჯგუფში მოვხვდით. თითოეული მათგანი უდიდესი მოტივაციითა და ენთუზიაზმით ითამაშებთ. მჯერა, რომ ჩვენი სამივე მეტოქე გამარჯვებისთვის იბრძოლებს.
შესაძლოა, ამ ყველაფერს კონკურენციის სახელიც დავარქვათ. რა თქმა უნდა, “ნაპოლის” არ აქვს ისეთი გამოცდილება, როგორიც სხვა კლუბებს, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ სასურველი შედეგის მისაღებად.
ბელგრადში თამაში ძალიან რთული იქნება, ეს ძალიან კარგად ვიცით. აქ თავიანთი კლუბი ძალიან უყვართ. გულშემატკივრების მხარდაჭერა “ცრვენა ზვეზდასთვის” უდიდესი სტიმული იქნება,” – აცხადებს ანჩელოტი.
შეგახსენებთ, რომ “ნაპოლისთან” და “ცრვენა” ზვეზდასთან ერთად ჯგუფში “ლივერპული” და “პსჟ” იმყოფება.