ანჩელოტი: “სამ წელიწადში “ევერტონი” ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდი უნდა გახდეს”
ლივერპულის “ევერტონში” მისულ კარლო ანჩელოტის საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს. იტალიელი სპეციალისტის თქმით, გუნდს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ სამ წელიწადში ინგლისის პრემიერლიგის ტიტულისთვის იბრძოლოს.
“კლუბთან ოთხწელიწადნახევრიანი შრომითი ხელშეკრულება გავაფორმე და მინდა, რომ კონტრაქტი ბოლომდე ჩავამთავრო. მსურს, რომ ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვავლინო და თუ საქმეები კარგად წავა, აქ იქნებ უფრო მეტი ხნითაც დავრჩე. ამის ამბიცია და სურვილი მაქვს.
“ევერტონს” პრემიერლიგასა და ევროსარბიელზე დიდი გეგმები აქვს. კარგი საძირკველი გვაქვს. შესანიშნავი ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს, რომლებიც ვითარდებიან. წლიდან წლამდე უკეთესები უნდა გავხდეთ.
სამ წელიწადში “ევერტონს” სატურნირო ცხრილის უმაღლეს პოზიციებზე ვხედავ, ტიტულისთვის მებრძოლსა და ევროპაში კონკურენუნარიანს”, – აღნიშნა ანჩელოტიმ.