ანჩელოტი: “შალკესთან ბევრი პასები კი არა, სწრაფი თამაში გვჭირდება”
მადრიდის “რეალის” თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ და გელზენკირხენის “შალეს” დამრიგებელმა რობერტო დი მატეომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის დღევანდელი საპასუხო მატჩის წინ გამართული პრესკონფერენციებზე შემდეგი სახის კომენტარები გააკეთეს.
კარლო ანჩელოტი: “ბენზემა, ბეილი და რონალდუ კვლავაც ძირითად შემადგენლობაში და ერთად ითამაშებენ. მე მათ ვენდობი და სხვაგვარ მოსაზრებებს ვერ გავიზიარებ. ბოლო მატჩებში ფორვარდები ნაკლებად შედეგიანები არიან იმიტომ, რომ გუნდისგან ნაკლებ დახმარებას იღებენ. “შალკესთან” მატჩშიც და ისედაც, პასებით ზედმეტად ვერთობით. ეს არ გამოგვადგება, უფრო სწრაფად უნდა ვითამაშოთ”.
რობერტო დი მატეო: “ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ ცდას არ მოვაკლებთ. ძირითადაც შემადგენლობაში უძლიერესი ფეხბურთელები გავლენ. რაც შეეხება “რეალის” ბოლო წაფორხიალებას, ეს შემთხვევითობა და კრიზისზე საუბარი საუბარი სასაცილოდ მიმაჩნია. ჩვენ ნომერ პირველი ამოცანა გოლის გატანაა და თუ ეს მოვახერხეთ, საინტერესო თამაში დაიწყება”.