ანჩელოტი: “თუ “რეალი” პსჟ-ს დაამარცხებს, მაშინ…”
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის წინ მადრიდის “რეალის” ყოფილმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან “ბლანკოსისა” და “პსჟ”-ს მოახლოვებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
“რეალმა” “ვალენსისას” წინააღმდეგ, სტუმრად შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. არ ვფიქრობ, რომ ისინი კრიზისში არიან. ერთადერთი ტიტული, რომლის მოსაგებადაც მადრიდელები იბრძოლებენ, ჩემპიონთა ლიგაა. სწორედ ამიტომ, ახლა “რეალი” მთელი ძალებით ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე იქნება ფოკუზირებული. უნდა გავაცნობიეროთ, რისი გაკეთება შეუძლია ზიდანს ჩემპიონთა ლიგაზე.”
“თუ “რეალი” “პსჟ”-ს დაამარცხებს, მათი შეჩერება ძალიან რთული იქნება. ესპანელებს ჰყავთ ფეხბურთელი, რომელიც წაგებას ვერ იტანს – ეს კრიშტიანუ რონალდუა. თავის მხრივ, “პსჟ”-ს ყველაფერი აქვს, რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგოს. მათ ჰყავთ ნეიმარი, კილიან მბაპე. ამჟამად მათ უფრო დიდი გამოცდილება აქვთ, ვიდრე შარშან. შესააბამისად, უფრო საშიშნი არიან,” – ამბობს ანჩელოტი.