ანჩელოტიმ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა
მიუნხენის “ბაიერნის” 58 წლის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ უარყო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ის ზამთარში კლუბის დატოვებას გეგმავდა და აღნიშნა, რომ ბავარიაში თავს ბედნიერად გრძნობს.
“აქ ძალიან ბედნიერი ვარ და მინდა, რომ კიდევ დიდი ხნით დავრჩე. თუმცა, ამ დროისთვის მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ კლუბთან კონტრაქტი 2019 წლის 30 ივნისამდე მაკავშირებს.
ამჟამად ჩემს კონტრაქტზე სულაც არ ვფიქრობ. მხოლოდ ჩემს სამუშაოზე ვარ კონცენტრირებული, მინდა ყველაფერი უმაღლეს დონეზე გავაკეთოთ,” – აცხადებს იტალიელი სპეციალისტი
ასევე იხილეთ: “ბაიერნის” ექს-ფეხბურთელი: “ანჩელოტი “ბაიერნს” ზამთარში დატოვებს”