ანჩელოტის “რეალიდან” წასვლის მიზეზი გარეტ ბეილი აღმოჩნდა
“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მას მადრიდის “რეალის” პრეზიდენტთან ურთიერთობა მას შემდეგ დაეძაბა, რაც ერთ-ერთი მატჩის მიმდინარეობისას გარეტ ბეილი შეცვალა.
როგორც იცით, იტალიელი სპეციალისტი “სამეფო კლუბში” 2013-2015 წლებში მუშაობდა. მან გუნდს ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და ფიფას მსოფლიო საკლუბო თასი მოაგებინა.
“თუ არის რამ, რაც ძალიან მაბრაზებს, ეს ეგოისტობაა. როცა ფეხბურთელმა პასი უნდა გააკეთოს და ამ დროს სხვაგვარად იქცევა, ვბრაზდები.
როცა “რეალში” ვმუშაობდი, “ვალენსიასთან” მატჩის მიმდინარეობისას ბეილს ბენზემასთვის პასი უნდა გაკეთებინა, რომელიც ცარიელ კარში გოლს გაიტანდა. გარეტი სხვაგვარად მოიქცა – დაარტყა და გოლი ვერ გაიტანა. ამის გამო ის შევცვალე. მატჩის დასრულების შემდეგ მე და ფლორენტინო პერესმა ამაზე ვიკამათეთ. მე ბეილი შევცვალე და სიტუაციაც ამის გამო აირია”, – უთხრა ანჩელოტიმ Il Napolista-ს.