ანდერ ერერა: “იმედი მაქვს, მანჩესტერული დერბის შემდეგ, ქალაქი კიდევ ერთხელ გახდება წითელი!”
ხვალ თბილისის 15:30 საათზე მანჩესტერული დერბი გაიმართება: მორუინიოს “მანჩესტერ იუნაიტედი” გვარდიოლას “მანჩესტერ სიტის” უმასპინძლებს. ამ მატჩისთვის ყველა განსაკუთერბულად ემზადება.
ნახსენებ მატჩთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა “წითელი ეშმაკების” ნახევარმცველმა, ანდერ ერერამ. მან გულშემატკივრებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
“მანჩესტერში” ორი წელია ვთამაშობ და, შესაბამისად, ოთხ პრემიერლიგურ დერბიში მივიღე მონაწიელობა. 2 მოვიგე, ერთი ფრე და ერთიც წავაგე; არც ისე ცუდი შედეგია.”
“ყველა მოთამაშემ კარგად ვიცით, გულშემატკივრებისთვის როგორი მნიშვნელოვანია ეს მატჩი. შესაბამისად, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით მივაღწიოთ წარმატებას და ჩვენს ფანებს თავი ამაყად ვაგრძნობინოთ. მაგარამ თქვენ, გულშემატკივრებო, უნდა მოხვიდეთ და ტრიბუნებიდან აქტიურად დაგვიჭიროთ მხარი.”
“ვიმედოვნებ, “ოლდ ტრაფორდზე” შესანიშნავ საღამოს ვიხილავთ და მანჩესტერი კიდევ ერთხელ გახდება წითელი!” – განაცხადა ერერამ.