ანდერსონი: “მე პრემიერ ლიგა ოთხჯერ მოვიგე, ჯერარდმა კი…”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ანდერსონმა ESPN-ს ინტერვიუ მისცა, სადაც მის მიერ მოგებულ ტიტულებზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ნახევარმცველი მანჩესტერულ კლუბში 2007 წლიდან 2015 წლამდე ირიცხებოდა. ის ამჟამად “ინტერნასიონალის” ღირსებას იცავს.
“მე საკლუბო დონეზე ყველაფერი მოვიგე. პრემიერ ლიგის თასს ოთხჯერ დავეუფლე. სტივენ ჯერარდმა კი, რომელმაც ფეხბურთის ისტორიაში თავისი კვალი დატოვა, პრემიერ ლიგა არ მოუგია – მე ეს ოთხჯერ მოვახერხე. კლუბთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი, ჩემპიონთა ლიგაც მოივიგე, ამ ტურნირის ფინალში კი სამჯერ ვითამაშე.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა, 28 წლის ვარ, ჩემი თავით ვამაყობ. ასევე, ვამაყობ იმ ადამიანებით, რომლებიც გვერდში მედგნენ, “მანჩესტერ იუნაიტედს” კი დიდ მადლობას ვუხდი”, – ციტირებს ანდერსონის სიტყვებს Goal.Com.