ანდორა ყაზახეთს დაუზავდა – საქართველოს ნაკრების მეტოქეები ქულებს კარგავენ

თარიღი: სექტემბერი 11, 2018

ერთა ლიგის D ჯგუფის მეორე მატჩში ანდორა ყაზახეთს დაუპირისპირდა და მატჩი 1-1 დასრულდა. ყაზახები 85-ე წუთამდე ლოგვინენკოს გოლით იგებდნენ, მაგრამ 86-ე წუთზე ალაეზმა შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრებისთვის პრაქტიკულად ყველაფერი იდეალურად მიმდინარეობს და ვაისი ზუსტად რომ ასეთ დასაწყისს ინატრებდა. ჯგუფში მე-2 ადგილზე ანდორა გახლავთ 2 ქულით, ყაზახეთსა და ლატვიას კი 1-1 ქულა აქვთ.

 

მსგავსი სიახლეები