ანდრეა პირლო საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა ანდრეა პირლო განაცხადა, რომ მისი რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს. იტალიელი ფეხბურთელის თქმით, გამოჯანმრთელების მიახლოებითი ვადა მომდევნო კვირაში დაგეგმილი სამედიცინო გამოკვლევების შემდეგ გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ 35 წლის ნახევარმცველმა ბარძაყის კუნთების ტრავმა მიიღო. გამოჯანმრთელებას დაახლოებით 30 დღე დასჭირდება. პირლო წინასასეზონო ტურნირზე დაშავდა.
“რეაბილიტაციის კურსი კარგად მიმდინარეობს. მომდევნო კვირაში რამდენიმე ტესტი მელის, რის შემდეგაც გარკვეულ კითხვებს პასუხი გაეცემა. ვნახოთ, მომცემენ თუ არა ბურთით ვარჯიშის უფლებას. არ ვიცი, მოვასწრებ თუ არა “მილანთან” გასამართ მატჩამდე გამოჯანმრთელებას. ვიმეორებ, უნდა დაველოდოთ ორშაბათის ტესტს.
მეტად მნიშვნელოვანი სეზონი გველის, ისევე რთული, როგორიც წინა იყო. თამაში მომიწევს როგორც იტალიის ჩემპიონატში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე, ქვეყნის თასზე და ეროვნულ ნაკრებში”, – ციტირებს პირლოს სიტყვებს Sky Sports-ი.
ცნობისთვის, “მილანსა” და “იუვენტუსს” შორის სეზონის პირველი მატჩი სერია A-ს III ტურში, 20 სექტემბერს, “ჯუზეპე მეაცაზე” გაიმართება.