ანდრეა პირლომ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანდრეა პირლომ განაცხადა, რომ დღესდღეობით ანტონიო კონტე მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია.
“არ ვიცი, დარჩება თუ არა კონტე “ჩელსიში”. ვფიქრობ, დღესდღეობით ის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია. მას ლონდონელებთან კონტრაქტი აქვს, ხოლო მომავალში რა მოხდება, არ ვიცი”, – უთხრა პირლომ talkSPORT-ს.
შეგახსენებთ, რომ პირლო და კონტე რამდენიმე წლის განმავლობაში ტურინის “იუვნეტუსში” ერთად მუშაობდნენ.