ანდრეა პირლომ მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა

თარიღი: მაისი 31, 2019

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანდრეა პირლომ ამ მომენტისათვის მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა. მისი აზრით, ახლა საუკეთესო ფრენკი დე იონგია.

შეგახსენებთ, რომ დე იონგი “აიაქსთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. აღსანიშნავია, რომ 22 წლის ჰოლანდიელი სულ მალე “ბარსელონას” ფორმას მოირგებს.

“ამ მომენტისათვის, ჩემი აზრით, ფრენკი დე იონგი მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველია. მას აქვს ტექნიკა, ინდივიდუალიზმი და ყველაფერი, რაც მის პოზიციაზე სათამაშოდ სჭირდება. დე იონგი მოედანსა და თანაგუნდელების გადაადგილებას კარგად ხედავს”, – ციტირებს პირლოს სიტყვებს “დეილი მეილი”.

მსგავსი სიახლეები