ანდრეა პირლოს ქალიშვილს ავტომობილი დაეჯახა
“ლა სტამპას” ინფორმაციით, ცნობილი იტალიელი ფეხბურთელის, ანდრეა პირლოს ქალიშვილ ანგელა პირლოს ავტომობილი დაეჯახა. ინციდენტი სამშაბათ დილით, ტურინში მოხდა. 13 წლის გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გაირკვა, რომ დაზიანებები უმნიშვნელოა. დაშავებულს მხოლოდ სისხლნაჟღენთები აღენიშნება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ანდრეა პირლომ ტურინის “იუვენტუსის” სტადიონზე გამარტულ საქველმოქმედო მატჩში ითამაშა.