ანდრეი შევჩენკომ კარიერის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა

თარიღი: სექტემბერი 30, 2016

კიევის “დინამოს”, “მილანისა” და ლონდონის “ჩელსის” ყოფილმა თავდამსხმელმა, ანდრეი შევჩენკომ თავისი კარიერის განმავლობაში გამორჩეული თანაგუნდელებისა და მეტოქეებისაგან სიმბოლური ნაკრები შეადგინა. ჟურნალ Four Four Two-ს ვებ-გვერდზე უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის საუკეთესო თერთმეტეული გამოქვეყნდა.

gianluigi-buffon-cropped_ypff3ufav7y31ipkzgjrbdbd6

მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი

“გამორჩეული მეკარე, რომელსაც ბრწყინვალე რეაქცია აქვს. მას 2003 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, პენალტების სერიაში გადამწყვეტი გოლი გავუტანე. თუმცა, მან ჩემი დარტყმული ბურთი არაერთხელ მოიგერია, მისთვის გოლის განატა კი რთული იყო.”

მცველები

cats

მარჯვენა მცველი: კაფუ

“ნამდვილი მებრძოლი და გულწრფელი ადამიანი. ის ძალიან ძლიერი იყო და შეეძლო თავისი საჯარიმოდან მეტოქის საჯარიმომდე ძალიან სწრაფად მისულიყო. ასევე, კაფუს ხუმრობა უყვარდა, რითაც ხშირად გვახალისებდა.

ცენტრალური მცველი: ჯონ ტერი

“სტაბილური და ბუნებით ლიდერი. მას პანიკაში ჩავარდნილი თანაგუნდელის დამშვიდება შეეძლო. ასევე, ყველას მოგეხსენებათ, თუ როგორ საშიშროებას ქმნის მეტოქის საჯარიმოში კუთხურის დროს.”

ცენტრალური მცველი: ალესანდრო ნესტა

“მე არ მინახავს მცველი, რომელიც თამაშს ისე კითხულობდეს, როგორც ალესანდრო ნესტა. ის ძალიან ჭკვიანი და სწრაფი მოთამაშე იყო. 2003 წელს, ჩემპიონთა ლიგის მოგებაში მან დიდი წვლილი როლი ითამაშა.”

მარცხენა მცველი: პაოლო მალდინი

“ყველაზე მშრომელი ფეხბურთელი, რომელიც კარიერის განმავლობაში მინახავს. მას ნებისმიერ პოზიციაზე შეეძლო თამაში. რაც მთავარია, იყო ნამდვილი ლიდერი. ის დაცვაშიც და შეტევაშიც ბრწყინვალედ მოქმედებდა.”

ნახევარმცველები

ca

მარჯვენა ნახევარმცველი: კაკა

“კრეატიული მაესტრო. დიდი პატივია, როცა კაკას თანაგუნდელი ხარ. ის შესანიშნავ პასებს აკეთებდა, ასისტენტობაც ძალიან ხშირად გამიწია.”

ცენტრალური ნახევარმცველი: სტივენ ჯერარდი

“მსოფლიო დონის ნახევარმცველი. ის კარგი ლიდერის მაგალითია. ჯერარდს ბევრი სირბილი და მცველების მოტყუებაც უყვარს, აქვს კარგი და ზუსტი დარტყმა.”

ცენტრალური ნახევარმცველი: ზინედინ ზიდანი

“ის ნამდვილი ჯადოქარი იყო, რომელსაც ტექნიკური და ძლიერი დარტყმა ჰქონდა. მოედანზე წინასწარ ვერასოდეს განსაზღვრავდი, თუ რას მოიმოქმედებდა. მოედნის მიღმაც, ის ძალიან კარგი ადამიანია.”

მარცხენა ნახევარმცველი: ლიონელ მესი

“ძალიან რთულია ისეთი ფეხბურთელის პოვნა, რომელსაც მესის მსგავსი დრიბლინგი აქვს. ის 21-ე საუკუნის საუკეთესო შემტევი ფეხბურთელია. სიმართლე გითხრათ, მისი ზუსტი პოზიციის განსაზღვრაც კი მიჭირს. მესი ყველგანაა და მცველებს ცუდ დღეში აგდებს.”

თავდამსხმელები

tav

რონალდო

“ტექნიკური და ძლიერი თავდამსხმელი. გადახედეთ მის სტატისტიკას ნებისმიერ გუნდში. წარმომიდგინენია, კიდევ რამდენს გააკეთებდა ის, ტრავმებს რომ ხელი არ შეეშალათ.”

უეინ რუნი

“თანამედროვე ფეხბურთში მასსავით მშრომელ ფეხბურთელს ვერ ნახავთ. ბევრი ფეხბურთელისაგან განსხვავებით, მას თავის თავზე დიდი წარმოდგენა არ აქვს. მოკლედ, რუნი იმ ტიპის მოთამაშეა, რომელსაც ნებისმიერი მწვრთნელი ძირითად შემადგენლობაში ათამაშებდა.”

სათადარიგოები:
პეტრ ჩეხი, კარლეს პუიოლი, მიხაელ ბალაკი, ფრენკ ლამპარდი, ანდრეა პირლო, რაიან გიგზი, კრიშტიანო რონალდუ.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“სამტრედიას” ლეგიონერი: “ჩემს მშობლებს კორონა ვირუსი დაუდგინეს”

“სამტრედიას” ესპანელი ნახევარმცველის, დიეგო დიზის მშობლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ესპანური გამოცემები კი დიზის მდგომარეობით დაინტერესდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდინიო ციხიდან გაათავისუფლეს

რონალდინიო და მისი ძმა, რობერტო ასისი პარაგვაის ციხიდან გაათავისუფლეს. ახლა მათ შინაპატიმრობაში ყოფნა მოუწევთ. მოსამართლე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დარკო პერიჩმა “ბარსელონას” ფეხბურთელები სერიალის პერსონაჟებს შეუსაბამა

სერბმა მსახიობმა, დარკო პერიჩმა, რომელიც სერიალში “ქაღალდის სახლი” “ჰელსინკის” როლს ასრულებს, კატალონიის “ბარსელონასR...
წაკითხვა
ფეხბურთი

18 წლის ლუკა მიქაია ზუგდიდის 10 გაჭირვებულ ოჯახს დაეხმარა

კვიპროსული “ანორთოსისის” ახალგაზრდა მეკარე 18 წლის ლუკა მიქაია საუკეთესოდ იაზრებს სოციალური პასუხისმგებლობის არსს და საკუთარ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლა ლიგის პრეზიდენტმა ჩემპიონატის განახლების სავარაუდო თარიღი დაასახელა

ესპანეთის პრიმერადივიზიონის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა ტურნირის განახლების რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი დაასახელა. მისი თქმით, ლა ლიგა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოუ: “თუ ზლატანის გუნდში იყავი და წააგებდი, აუცილებლად მოგკლავდა”

ლუკ შოუმ “მანჩესტერ იუნაიტედში” ზლატან იბრაჰიმოვიჩის ყოფნის პერიოდი გაიხსენა. შეგახსენებთ, რომ შვედმა სუპერვარსკვლავმა 2016/17 წლების [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

აგენტმა ტიაგო სილვას “მილანში” შესაძლო დაბრუნებაზე გააკეთა კომენტარი

“პარი სენ-ჟერმენის” 35 წლის კაპიტნის, ტიაგო სილვას, აგენტი თავისი კლიენტის იტალიაში დაბრუნების შესაძლებლობას არ გამორიცხავს. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბერბატოვი საუკეთესო თანაგუნდელზე: “თითქოს ერთმანეთთან ვიწექით”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილ ვარსკვლავ დიმიტარ ბერბატოვს ისეთი ფეხბურთელების გვერდით აქვს ნათამაშები, როგორებიც უეინ რუნი, კარლოს [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარი: “მე და კობის ბევრი რამ გვქონდა საერთო”

“პარი სენ-ჟერმენის” სუპერვარსკვლავმა, ნეიმარმა, პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ კობი ბრაიანტის ტრაგიკულმა სიკვდილმა მასზე დიდი ზეგავლენა ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფრუიძემ “ლოკომოტივი” ზუმში ავარჯიშა (ფოტოები)

თბილისის “ლოკომოტივს” ლევან კორღალიძის წასვლის შემდეგ სოსო ფრუიძე წვრთნის. ფრუიძემ გუნდი ამეჯრად ონლაინ სივრცეში, აპლიკაცია […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდინიოს მიმართვა ციხიდან (ვიდეო)

ლეგენდარული ფეხბურთელი რონალდინიო ერთ თვეზე მეტია პარაგვაის ციხეში სასჯელს იხდის. დღეს ინტერნეტსივრცეში ციხეში გადაღებული ვიდეო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პეპ გვარდიოლას დედა კორონავირუსით გარდაიცვალა

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას დედა კორონავირუსით გარდაიცვალა. ამ ამბავს მანჩესტერული კლუბი ავრცელებს. “მანჩეს...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბაიერნმა” ვარჯიში განაახლა (ფოტო)

გერმანიის ბუნდესლიგის რამდენიმე კლუბმა, მათ შორის “ბაიერნმა” ვარჯიში განაახლა. “ბაიერნი” ჯგუფებადაა დაყოფილი და ბაზაზე სავარჯი...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ინტერის” ექს-პრეზიდენტი: “მესის ტრანსფერი წარმოუდგენელი ოცნება არააR

ოქროს ბურთის ექვსგზის მფლობელ ლეო მესის უკვე დიდი ხანია, რაც “ინტერში” ტრანსფერს უწინასწარმეტყველებენ. ამ ყოველივეზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დელ ბოსკე: “ნეიმარი ახალი თაობისთვის სანიმუშო ვერ იქნება”

ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ, პრესასთან ნეიმარის დადებით და უარყოფით მხარეებზე […]...
წაკითხვა