ანდრეს ინიესტა: “პიკეს აღნიშვნა დერბისთვის დამახასიათებელია”
გუშინ ლა ლიგა სანტანდერის 22-ე ტურის შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონა” დერბიში “ესპანიოლს” დაუპირისპირდა და მეტოქესთან ფრე, 1-1 ითამაშა.
საგულისხმოა, რომ 82-ე წუთზე ანგარიში ხერარდ პიკემ გაათანაბრა და მან მეტოქის სტადიონზე შეკრებილ პუბლიკას გაჩუმებისკენ მოუწოდა. ამ ჟესტზე შეხვედრის შემდეგ “ბარსას” კაპიტანმა, ანდრეს ინიესტამ ისაუბრა.
“ასეთი რამეები დერბისთვის დამახასიათებელია. არ ვიცი, პიკემ ზუსტად რა იგულისხმა ამ აღნიშვნის დროს, თუმცა, ვიმედოვნებ, ყველაფერი კარგად იქნება. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ძალიან მონდომებულები ვიყავით, მიზანი გვქონდა, თუცა სამი ქულა ვერ მოვიპოვეთ. მოედანი? არ ვიფქრობ, რომ, მიუხედავად უამინდობისა, საფართან შეგუება გაგვიჭირდა. კარგი თამაში ჩავატარეთ. ბოლომდე ვიბრძოლეთ და წაგებასაც გადავურჩით,” – აცხადებს ანდრეს ინიესტა.