ანდრეს ინიესტა ვარჯიშს დაუბრუნდა
თარიღი: ოქტომბერი 12, 2017

ანდრეს ინიესტამ დღეს ლაზარეთი ოფიციალურად დატოვა. იგი ვარჯიშზე გამოჩნდა და მადრიდის “ატლეტიკოსთან” დაპირისპირებისთვის ემზადება, რომელსაც “ბლაგურნა” 14 ოქტომბერს “ვანდა მეტროპოლიტანოზე” გამართავს.
ესპანელმა ნახევარმცვრლმა ლა ლიგის მეშვიდე ტურში, “ლას პალმასთან” ბოლო ექვსი წუთი ითამაშა. როგორც მატჩის შემდეგ გახდა ცნობილი, 33 წლის სპორტსმენს მარცხენა ფეხის ბარძაყზე ჰქონდა დაზიანება. ანდრესს ათი დღით უქმობა მოუწია, რომლის დროსაც ორი სანაკრებო შეხვედრაც გამოტოვა.
გეტყვით, რომ ინიესტამ ამ სეზონში ცხრა საკლუბო დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა. მას ჯერ გოლი არ გაუტანია.
მსგავსი სიახლეები