ანდრეს კარასკო “საბურთალოს” წარსულსა და მომავალზე

თარიღი: იანვარი 22, 2014

უკვე ნახევარი წელიწადია, რაც ანდრეს კარასკო “საბურთალოს” აკადემიას უდგას სათავეში. ესპანელი სპიციალისტი მუდამ შრომაშია – როგორც მინდორზე, ასევე მის გარეთ. აკადემიის დირექტორს ფაქტობრივად ყველა ასაკობრივ ფეხბურთელზე ფლობს ინფორმაციას, მას მუდმივი კონსულტაციები აქვს სკოლის მწვრთნელებთან.

მკითხველისთვის საინტერესო იქნება უშუალოდ ესპანელისგან გავიგოთ თუ რა წინსვლებს ხედავს იგი “საბურთალოს” სკოლაში და რა გეგმები აქვს მომავალში.
– ბატონო ანდრეს, რამდენად კმაყოფილი ხართ გასული სეზონით, როგორ შეაფასებდით 2013 წელს?
– პირველ რიგში თვალშისაცემია ჩვენო სკოლის და კლუბის პროგრესი. მთავარია მომავალი თაობები გავზარდოთ, ამასთან ერთად თუ შედეგიც იქნება, უკეთესი. ყველა ასაკში წინსვლა შეინიშნება – 1999 წლიანებმა მოუმატეს თამაშს, მთლიანობაში საინტერესო და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ. 2000 წლიანებშიც კარგი თაობა გვეზრდება, ისევე როგორც 2001 წელს დაბადებულ ბავშვებში. ამ ასაკის მეორე გუნდმა “დინამოს” აკადემიასთან გამართა შეხვედრა და მაღალ დონეზე ითამაშა გუნდმა. ჩვენ, მეორე გუნდებიც წარმატებული გვყავს – 2002 წელს დაბადებული ბავშვების მეორე გუნდი კი ჩემი ფავორიტია. ასევე მინდა ავღნიშნო 1998 წლიანების გამოსვლაც – ჭაბუკების მეორე გუნდი ელიტ-ლიგაში ასპარეზობს და პირველი წრე ისე დასრულდა, თამაში არ წაუგიათ.
– უკვე ნახევარი წელიწადია “საბურთალოში” მუშაობთ. ამ ხნის განმავლობაში, რა ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა?
– პირველ რიგში მწვრთნელებს ვუთხარი, რა სტილით უნდა ვიმუშავოთ, როგორ უნდა მივუდგეთ ბავშვებს, რათა განვითარდნენ, როგორ უნდა მივაღწიოთ შედეგს. რაც “საბურთალოს” სჭირდება, სწორედ იმაზე ვმუშაობთ.
– და რა სჭირდება “საბურთალოს”?
– წინასწარ ყველაფრის თქმა არ მინდა, მეორე წრე განახლდება და ყველაფერს თავად დაინახავთ. ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩვენს სკოლას წარმატებები ჰქონდეს, აღზარდოს ბავშვები, შემდეგ კი სხვადასხვა კლუბებში დაიმვიდრონ თავი და გამოადგნენ თავიანთ ქვეყანას.
– წარმატების ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი მწვრთნელთა განათლებაა. ამ მიმართულებით, თუ იგეგმება მწვრთნელების გამგზავრება სემინარებზე?
– ჩვენ რატომ უნდა წავიდეთ უცხოეთში, როდესაც ყველაფერი ადგილზე გვაქვს? ჩვენს სკოლას დიდი ინფრასტრუქტურა გააჩნია, არის იმის შესაძლებლობა, რომ ყველაფერი ადგილზე შეისწავლონ მწვრთნელებმა. გასული წლის აგვისტოდან მოყოლებული, მწვრთნელებთან სისტემატურად მაქვს შეხება, ვღებულობ ამომწურავ ინფორმაციას. ყველა სპეციალისტი მუდმივად სწავლის პროცესშია.
არ არის აუცილებელი, რომ ერთ გუნდს 5 ადამიანი ავარჯიშებდეს. მთავარია, მწვრთნელმა ზედმიწევნით გადასცეს ბავშვს და ასწავლოს ის, რაც ჩვენ დავუსახეთ ამოცანად. მწვრთნელის განათლებასა და განვითარებას მუდმივად ვადევნებ თვალყურს, მაინტერესებს როგორ პროგრესირებს იგი, როგორი მიდგომა აქვს ბავშვებთან, როგორი სტილით ატარებს საწვრთნელ პროცესს. ასევე აუცილებელია, რომ სპეციალისტი მობილიზებული იყოს სტადიონზე და არა მარტო სატდიონზე.
– 2014 წელს რა სიახლეებს შეიძლება ველოდოთ?
– ამ ეტაპზე სიახლე ისაა, რომ იოსებიძის ქუჩაზე მდებარე “საბურთალოს” სკოლაში ვინც ვარჯიშობდა, “ბენდელას” სტადიონზე გადმოვიდა. აქედან  უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევ ბავშვებს და შესაძლებლობა მექნება საწვრთნელ პროცესებშიც ჩავერთო.
იოსებიძის ქუჩაზე მდებარე სკოლაშიც ბევრი რამ კეთდება – გაკეთდა და მომავალშიც გაკეთდება მოედნები, რათა ბავშვებს კარგ პირობებში ჩაუტარდეთ ვარჯიშები.
– “სალერის თასი” 2013-ზეც მინდა გკითხოთ – როგორი შთაბეჭდილება დატოვა ტურნირმა?
– პირველ რიგში ამ შეჯიბრებამ დაგვანახა, რომ ტურნირის კარგად ჩატარება შეგვიძლია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გასული შეჯიბრებისგან განსხვავებით, 2013 წლის ტურნირზე სამი უცხოური გუნდი იღებდა მონაწილეობას, რაც პატარა ამბავი ნამდვილად არაა. ჩვენს სტუმრებს ძალიან დაამახსოვრდათ თბილისში გატარებული დღეები.
ვინც თამაშებს ადევნებდა თვალს ნახავდა, რომ ბრძოლაც შეგვიძლია, სწორი თამაშიც, ბურთის გაკონტროლებაც და შედეგის მიღწევაც. რთული მოწინააღმდეგეები გვყავდა, განსაკუთრებით მადრიდის “ატლეტიკო”. ამ კლუბთან თამაში და გამარჯვება, ხუმრობა არაა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ეს წარმატება ყველას მივულოცო.
– საუბრის ბოლოს, პირველ ლიგაზეც მინდა გკითხოთ – დებიუტანტობის კვალობაზე, მიმდინარე გათამაშებას როგორ შეაფასებთ?
– ეს გუნდი ძირითადად 1996-97 წლიანი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, ძალიან ახალგაზრდული გუნდია. მთლიანობაში კარგ და სასიამოვნო თამაშს აჩვენებენ. პირველი ლიგაა და ბუნებრივია, ადაპტაციის გავლაა საჭირო, არ არის იოლი ამ ლიგაში თამაში. როდესაც, 16-17 წლის ფეხბურთელი 30 წლის მამაკაცს დაუპირისპირდება, რთულია მუდამ გამარჯვება მოსთხოვო.
მჯერა, მეორე წრე ბევრად უკეთესი იქნება. ბიჭებმა ამ ხნის განმავლობაში დიდი გამოცდილება შეიძინეს, მომავალში უფრო მეტს ისწავლიან. სწავლობენ ბრძოლას, მეტოქის მოედანზე თამაშს… ასე, რომ საინტერესო მოვლენები წინ გველის, მთავარია სწორად ვიმუშავოთ და არც წარმატებები დააყოვნებს.

fcsaburtalo.ge 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“ასტონ ვილას” ფეხბურთელები “ვესტ ჰემთან” მატჩში ერთმანეთს დაუპირის

16 სექტემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგის მე-5 ტურში “ასტონ ვილამ” საკუთარ მოედანზე “ვესტ ჰემი” მიიღო და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კოუტინიო: “ბაიერნში” ყოფილი კლუბისგან განსხვავებით ოჯახური ატმოსფეროა”

კატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ, “ბაიერნში” გადაბარგების შემდეგ პრესასთან კომენტარი გააკე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: “მანჩესტერ იუნაიტედმა” დავიდ დე ხეას კონტრაქტი გაუხანგრძლივა

“მანჩესტერ იუნაიტედის” კარის დარაჯმა, დავიდ დე ხეამ, კლუბთან ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ამ ინფორმაციას “მანკუნიანელების”...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფრანკ რიბერის ბრწყინვალე თამაში კრიშტიანო რონალდუს წინააღმდეგ (ვიდეო)

14 სექტემბერს, იტალიის სერია A-ში “ფიორენტინამ” საკუთარ მოედანზე “იუვენტუსი” მიიღო და ფრედ 0:0 ითამაშა. მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნევილი: “რაიოლა არა მხოლოდ “იუნაიტედის”, არამედ მთელი ევროპის სირცხვილია

გარი ნევილმა “მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგ ლიდერ პოლ პოგბაზე საუბრისას მისი აგენტი, მინო რაიოლა, საჯაროდ გაკიცხა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლორენტე “ლივერპულთან” მატჩის წინ: “შურისძიება მწყურია”

“ნაპოლის” თავდამსხმელმა, ფერნანდო ლორენტემ, ჩემპიონთა ლიგაზე “ლივერპულთან” გასამართ მატჩამდე პრესასთან ინტერვიუ ჩაწერა. შეგახს...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპულს” ორიგი გამოაკლდა

გასულ უქმეებზე “ლივერპულის” თავდამსხმელმა დივოკ ორიგიმ “ნიუკასლ იუნაიტედთან” მატჩი (3:1) სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიელი ჟურნალისტი რომელუ ლუკაკუზე ნათქვამის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს

მილანის “ინტერის” თავდამსხმელი, რომელუ ლუკაკუ სერია A-ში გადაბარგების შემდეგ ყურადღების ცენტრში რამდენჯერმე მოხვდა, რისი მიზეზიც […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ემოციური კადრები – რონალდუს რეაქცია, როცა მამის აქამდე უცნობი კადრები ნახა (ვიდეო)

ბრიტანული ტელევიზია ITV-ის ჟურნალისტმა პირს მორგანმა კრიშტიანო რონალდუს ინტერვიუ ჩამოართვა. ჟურნალისტი ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელს პირ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გვარდიოლა: “სტერლინგს შეუძლია, მესისა და რონალდუს დონეზე ასვლა”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა “ქალაქელთა” ერთ-ერთი ლიდერის, რაჰიმ სტერლ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან კობიაშვილი: “ვაისის მიმართ დიდი ინტერესია”

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი გადაცემაში “სპორტი იმედზე” იყო მიწვეული და საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

პაკო ალკასერი: “ბარსელონაში” ძალიან ცუდად მექცეოდნენ”

დორტმუნდის “ბორუსიას” ესპანელმა თავდამსხმელმა, პაკო ალკასერმა, “ბარსელონასთან” გასამართ საჩემპიონთალიგო მატჩამდე პრესასთან ისა...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი აბურჯანიამ “ტვენტეში” პირველი გოლი შეაგდო (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი აბურჯანიამ ჰოლანდიურ “ტვენტეში” სადებიუტო გოლი გაიტანა. “ფორტუნა სიტარდის”...
წაკითხვა
ფეხბურთი

რატომ არ იცვამს იურგენ კლოპი კლასიკურად მატჩისთვის?

მერსესაიდული “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, რომელიც ქარიზმატული ხასიათითაა გამორჩეული, განმარტავს თუ რატომ არ იცვამს [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვიქტორ ვალდესმა “ბარსელონას” 19-წლამდე გუნდში სამწვრთნელო დებიუტი გაძევებით და

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილ მეკარეს, ვიქტორ ვალდესს კატალონიელთა 19-წლამდე გუნდის მწვრთნელის რანგში შინაურ კედლებში დებიუტი ჰქონდა. [&he...
წაკითხვა