ანდრეს ფერნანდესი „პორტუში“ გადავიდა

თარიღი: აგვისტო 29, 2014

„ოსასუნას“ აწ უკვე ყოფილი კიპერი  ანდრეს ფერნანდესი კარიერას „პორტუში“ განაგრძობს. 27 წლის მოთამაშემ „დრაკონებთან“ ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მისი გამოსასყიდი ღირებულება კი 30 მილიონი ევროს უტოლდება.

„ძალიან გახარებული ვარ იმ ფაქტით, რომ პორტუგალიის საუკეთესო გუნდში გადავბარგდი.“, – ციტირებს ფერნანდესს „მარკა“, – „მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვისპარეზებ, რაც დამატებით მოტივაციას მძენს. ვეცდები, კლუბს მაქსიმალური სარგებელი მოვუტანო. ჩემი ოცნება ესპანეთის ნაკრებში თამაშია და დარწმუნებული ვარ, „პორტუში“ დამაჯერებლად ასპარეზობა მის ასრულებაში ხელს შემიწყობს.“

ანდრეს ფერნანდესი „ოსასუნაში“ 2007-2013 წლებში ირიცხებოდა და პამპლონური კლუბის რიგებში მის ანგარიშზე 113 შეხვედრაა. მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე კი ესპანელი გოლკიპერი „პორტუს“ რიგით მეთორმეტე შენაძენი გახდა. ხულიენ ლოპოტეგის გუნდმა ფერნანდესის ტრანსფერამდე გუნდი საკამოდ მაღალი დონის ფეხბურთელებით გააძლიერა:  რიკარდო ნუნეში („აკადემიკა“), ხოსე ანხელი („რომა“), ბრუნო მარტინს ინდი („ფეიენოორდი“), დანიელ ოპარე („სტანდარდი“), იასინე ბრაჰიმი („გრანადა“), კასემირო („რეალი“), ევანდრო („ეშტორილი“), ოლივერ ტორესი („ატლეტიკო“), ადრიან ლოპესი („ატლეტიკო“) კრისტიან ტელიო („ბარსელონა“) და სამი („მარიტიმუ“)

 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

როგორ შეასრუალ ჯორდან აიუმ პენალტი “მანჩესტერ იუნაიტედთან” მატჩში (ვიდეო)

19 სექტემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “მანჩესტერ იუნაიტედი” საკუთარ მოედანზე “კრისტალ პალასს” დაუპირისპირდა. მატჩის 72-ე წუთზ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბართომეუ: “მესის კლუბის დატოვების უფლებას ვერ მივცემდი”

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა, ხოსეპ ბართომეუმ, ლეო მესიზე ისაუბრა. როგორც იცით, არგენტინელ ფეხბურთელს კლუბის დატოვება სურდა, [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: გარეტ ბეილი “ტოტენჰემში” დაბრუნდა

მადრიდის “რეალის” გარემარბი გარეტ ბეილი “ტოტენჰემ ჰოთსპურში” დაბრუნდა. უელსელი ფეხბურთელი ჩრდილოლონდონური გუნდის რიგებში განათ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანჩელოტი: “ალკანტარამ მაწყენინა”

“ევერტონის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ტიაგო ალკანტარას “ლივერპულში” ტრანსფერი იუმორისტულად შეაფასა. შეგახსენებთ, რომ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან კორღალიძე “საბურთალოს” ახალი მთავარი მწვრთნელია

თბილისის “საბურთალოს” ახალი მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძე იქნება. კორღალიძემ თეიმურაზ შალამბერიძე შეცვალა, რომლის წასვლის შესახებ [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

თეიმურაზ შალამბერიძემ “საბურთალო” დატოვა

“საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა თეიმურაზ შალამბერიძემ გუნდი დატოვა. “საბურთალოს” ოფიციალური გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხამეს როდრიგესმა პრემიერ ლიგაში პირველი გოლი გაიტანა (ვიდეო)

“ევერტონის” კოლუმბიელმა ნახევარმცველმა, ხამეს როდრიგესმა, ინგლისის პრემიერ ლიგაში პირადი ანგარიში გახსნა. “რეალის” ყოფილმა ვარ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხავი მარტინესი “ატლეტიკში” ბრუნდება

“მარკას” ინფორმაციით, მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი ხავი მარტინესი სამშობლოში დაბრუნება და კარიერას ბილბაოს “ატლეტი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტრანსფერი ჩაიშალა? დეპაიმ “ლიონში” ათნომრიანი მაისური აირჩია

“ლიონის” ნახევარმცველმა, მემფის დეპაიმ, ნომერი შეიცვალა: ამიერიდან, მემფისი 11-ნომრიანი მაისურის ნაცვლად 10-ნომრიანით ითამაშებს. ინფორმაცი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანალიზი: გია ჭიაბრიშვილი – საქართველოს ნაკრების მომავალი მთავარი მწვრთნელი

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 2016 წლიდან უცხოელი სლოვაკი სპეციალისტი ვლადიმერ ვაისი წვრთნის, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სასწაული ავტოგოლი რუმინეთის ჩემპიონატში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Ljuban Crepulja (Astra) with a bizarre/comical/unstoppable own goal that left his teammates bewildered! […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორი ავტომობილი შეიძეინა ვან დე ბეკმა “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლის შემდე

“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალწვეულმა, დონი ვან დე ბეკმა ინგლისურ კლუბში გადასვლის შემდეგ Range Rover შეიძინა, რომელშიც […]...
წაკითხვა