ანელკა: „საფრანგეთს ევრო-2016-ის მოგება შეუძლია“
„France Football“-თან ინტერვიუში საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ნიკოლა ანელკამ ქარიმ ბენზემასა და ნაკრების პერსპექტივებზე ისაუბრა.
„არ ვიცი, შეძლებს თუ არა ქარიმი ევრო-2016-ში მონაწილეობას, მაგრამ სპორტული თვალსაზრისით, მისი ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. ის „რეალის“ სასტარტო შემადგენლობის წევრია და ჩინებულ ფორმაში იმყოფება. ყველაფერი საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაზე და გუნდის მთავარ მწვრთნელზე იქნება დამოკიდებული.
ამ თემაზე სათქმელი მეტი არაფერი მაქვს. ყველაფერს გავიგებთ, როდესაც დომენეკი საბოლოო განაცხადს დაასახელებს. ის ძალიან ჭკვიანია, რა თქმა უნდა, სწორ დასკვნას გამოიტანს.
საფრანგეთს ევრო-2016-ს მოგება შეუძლია. ჩვენ ოლივიე ჟირუს, ანტუან გრიზმანისა და ქარიმ ბენზემას დონის თავდამსხმელები გვყავს. მგონია, ლასანა დიარას, პოგბასა და კონდოგბიას სახით გუნდის შუა ხაზი ძალიან ძლიერია. ასევე არ დაგავიწყდეთ დიაბის შესახებ“, – განაცხადა ანელკამ.