ანელკა, შესაძლოა, ალჟირში გადაბარგდეს
ცნობილი თავდამსხმელი ნიკოლა ანელკა, შესაძლოა, ალჟირული „ჰუსეინ დეის“ ფეხბურთელი გახდეს. ამის შესახებ კლუბის პრეზიდენტმა მაჰფუდ ზმირლიმ განაცხადა.
„ანელკა ალჟირის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას ელოდება. რეგლამენტის თანახმად, ჩვენს ჩემპიონატში 29 წელს გადაცილებულ ლეგიონერს თამაშის უფლება არ აქვს.
ანელკასთან ხელფასის თემაზე არც გვისაუბრია, მას უბრალოდ ალჟირულ კლუბში თამაში სურს“, – განაცხადა ზმირლიმ.
ცნობისთვის, ალჟირის ჩემპიონატის 15 ტურის შემდეგ „ჰუსეინ დეი“ მე-14 ადგილს იკავებს (ამჟამად ჩემპიონტში 16 გუნდი გამოდის).
შეგახსენებთ, რომ 35 წლის ფრანგის ბოლო კლუბი ინდური „მუმბაი სიტი“ იყო.
თავის კარიერაში ნიკოლას „პარი სენ-ჟერმენის“, „არსენალის“, „რეალის“, „ლივერპული“, „მანჩესტერ სიტის“, „ფენერბაჰჩეს“, „ბოლტონის“, „ჩელსის“, „შანჰაი შინჰუას“, „იუვენტუსისა“ და „ვესტ ბრომვიჩს“ შემადგენლობაში უთამაშია.