ანხელ დი მარიამ ჩილესთან დასრულებული მატჩის შემდეგ ბებიის გარდაცვალების გამო იტირა (ვიდეო)
7 ივნისს, კოპა ამერიკაზე არგენტინის ნაკრებმა ჩილე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. შეხვედრაში ერთი-ერთი საუკეთესო იყო ანხელ დი მარია, რომელმაც ჯერ გოლი გაიტანა, შემდეგ კი საგოლე პასი გააკეთა.
როგორც გაირკვა, დი მარიას მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ბებია გარდაეცვალა. შეხვედრის დარულების შემდეგ, 28 წლის ფეხბურთელმა ჟურნალისტთან საუბრის დროს ცრემლები ვერ შეიკავა.