ანხელ დი მარიამ ლეო მესი “პარი სენ-ჟერმენში” მიიწვია
“პარი სენ-ჟერმენის” არგენტინელი შემტევი, ანხელ დი მარია, პარიზულ გრანდში ლეო მესის შესაძლო ტრანსფერს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ყოველივე ეს ძალიან გააბედნიერებს.
“კარიერის გარკვეულ ეტაპზე “ბარსელონაში” გადასვლის და მესის მხარდამხარ თამაშის შესაძლებლობა მქონდა, თუმცა ეს უკვე წარსულს ჩაბარდა.
შეიძლება ითქვას, რომ მესის თანაგუნდელობის კიდევ ერთი შანსი მეძლევა, თუმცა ცემი კონტრაქტის ამოწურვამდე არც თუ ისე დიდი დროა დარჩენილი და არ ვიცი, რა მოხდება მომავალში.
მე უკვე ვითამაშე კრიშტიანუ რონალდუსთან, ნეიმართან და მბაპესთან ერთად. ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ მესისთან ერთად თამაშის უფლებაც თუ მომეცემა. თუ ეს მოხდება, ბედნიერი დავასრულებ კარიერას.
ჩემმა მეუღლემ მითხრა – “თუ ლეო გადმოვა, დავრჩებით და ბარბექიუს მაინც მოვუმზადებთ”. ეს საუკეთესო რამ იქნება, ფეხბურთში უკეთეს ვერაფერს ვინატრებ,” – აცხადებს დი მარია.