ანონიმური ინტერვიუ: იკარდი, სპალეტი და კლანური დაპირისპირება “ინტერში”
სანდო იტალიური გამოცემა საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც “ინტერის” გასახდელში დიდი არეულობა და ქაოსია. ამ ყველაფრის თავში კი მაურო იკარდი და ლუჩიანო სპალეტი დგანან.
როგორც იცით, იკარდის “ნერაძურის” მაისურით მას შემდეგ არ უთამაშია, რაც 13 თებერვალს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს. არგენტინელი ვარსკვლავი არც ვარჯიშებს ესწრება. ოფიციალურ მიზეზად კი მისი მუხლის ტრავმა სახელდება.
La Repubblica “ინტერის” ერთ-ერთი ფეხბურთელის ინტერვიუს ავრცელებს, რომლის ანონიმურობაც დაცული გახლავთ – “არცერთ ჩვენგანს არ უთხოვია სპალეტისთვის, რომ იკარდისთვის კაპიტნის სამკლაური ჩამოერთვა.
იკარდი სპალეტის ტონმა გააღიზიანა, როდესაც ის ფეხბურთელებს მკაცრად აკრიტიკებდა. მან მწვრთნელს მხოლოდ დამშვიდება სთხოვა, ისტერიკის მიზეზი რეალურად არ არსებობდა.
რეაქცია ძალიან უხეში იყო. კაპიტნის სამკლაურის ჩამორთმევა შავი ლაქასავით იყო მაურო იკარდისთვის. ის მუდმივად უგზავნიდა ხელმძღვანელობას მესიჯს და ახსენებდა, რომ მისი ვარჯიშზე დროზე მისვლის მაჩვენებელი 97.5 პროცენტი იყო, რაც მის პროფესიონალიზმზე უსვამდე ხაზს.
ყოველი ეს მცდელობა ამაო იყო. სპალეტის წასვლა არ ემუქრებოდა. კლუბი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოდა და საკმარისი ძალა არ ჰქონდა, ამ ცვლილებებისთვის რომ გაეძლო.
გასახდელი სამ ჯგუფად არის გაყოფილი: იტალიელების, სამხრეთ ამერიკელებისა და სლავების ჯგუფად. მაურო ყველასთან კარგად არის პერიშიჩის, მარსელო ბროზოვიჩისა და ჰანდანოვიჩის გამოკლებით.
იგივეს ვერ ვიტყვით სპალეტიზე. ბალკანელები მეტწილად პრივილიგირებულები არიან მისი წყალობით.”
დირექტორი პიერო აუსილიო ბალკანურ “კლანს” ემხრობა და იკარდის სანაცვლოდ გუნდში დიბალას მოყვანა სურს. პრეზიდენტი იკარდის მხარესაა, ხოლო ბეპე მაროტა ყველანაირად ცდილობს სიტუაციის დასტაბილურებას.