ანონსი – კრივის საღამო
8 დეკემბრიდან თბილისში პროფესიონალური კრივის საღამოები ახლდება.
Boxing Group Promotion-ის ორგანიზებითა და საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის მხარდაჭერით, 8 დეკემბერს, 16:00 საათზე ვერის ბაღის კალათბურთის სასახლეში გაიმართება საკრივო შოუ, სადაც სარეიტინგო ორთაბრძოლებში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან საუკეთესო მოკრივეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.
ამასთან, უცხოელ მეტოქესთან გამართავს საერთაშორისო სარეიტინგო ბრძოლას ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი ქალი მოკრივე ელენე სიყმაშვილი. მისი მოწინააღმდეგე გამოცდილი ბულგარელი მებრძოლი, ბორისლავა გორანოვაა.
კრივის საღამოს კულმინაცია საქართველოს საჩემპიონო ქამრის გათამაშება იქნება 72 კგ წონით კატეგორიაში, სადაც 8 რაუნდიან ბრძოლაში გამოვლინდება საქართველოს ჩემპიონი გამორჩეულ ქართველ მოკრივეებს, თბილისელ სანდრო ჯაჯანიძესა და ზუგდიდელ ბაქარ ჯალაღონიას შორის.
ორთაბრძოლებს თვალს მიადევნებენ ვეტერანი მოკრივეები, უცხოელი სტუმრები, საზოგადოებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობების თვალსაჩინო წარმომადგენლები.
გულშემატკივართათვის დასწრება თავისუფალია.
აქვე გაგაცნობთ დანარჩენ საბრძოლო წყვილებსაც:
68კგ – 4 რაუნდი
გია თოთლაძე (გორი) – სერგო აგამიროვი (თბილისი)
61კგ – 4 რაუნდი
გიორგი გოგატიშვილი (ფოთი) – აჩიკო ოდიკაძე (გორი)
+ 90კგ – 4 რაუნდი
გიორგი კოპაძე (ვარიანი) – თამაზ ზადიშვილი (კასპი)
75კგ – 4 რაუნდი
გიორგი გუჯეჯიანი (მარნეული) – ბადრი გოგიჩაშვილი (გორი)
67კგ – 4 რაუნდი
ლუკა გოგობერიშვილი (თბილისი) – მერაბ თურქაძე (ქუთაისი)
67კგ – 4 რაუნდი
კონსტანტინე ჯანგავაძე (ქუთაისი) – გურამ კურტანიძე (ყვარელი)
76კგ – 4 რაუნდი
იაგო კიზირია (ფოთი) – ნოდარ კუტიბაშვილი (სიღნაღი)
76კგ – 4 რაუნდი
ელენე სიყმაშვილი (საქართველო) – ბორისლავა გორანოვა (ბულგარეთი)
84კგ – 6 რაუნდი
ლევან ლუხუტაშვილი (მესტია) – თამაზ იზორია (ზუგდიდი)
72კგ – 8 რაუნდი (საქართველოს ქამარი)
სანდრო ჯაჯანიძე (თბილისი) – ბაქარ ჯალაღონია (ზუგდიდი)