ანონსი – კრივის საღამო

თარიღი: დეკემბერი 5, 2019

8 დეკემბრიდან თბილისში პროფესიონალური კრივის საღამოები ახლდება.

Boxing Group Promotion-ის ორგანიზებითა და საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის მხარდაჭერით, 8 დეკემბერს, 16:00 საათზე ვერის ბაღის კალათბურთის სასახლეში გაიმართება საკრივო შოუ, სადაც სარეიტინგო ორთაბრძოლებში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან საუკეთესო მოკრივეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.

ამასთან, უცხოელ მეტოქესთან გამართავს საერთაშორისო სარეიტინგო ბრძოლას ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი ქალი მოკრივე ელენე სიყმაშვილი. მისი მოწინააღმდეგე გამოცდილი ბულგარელი მებრძოლი, ბორისლავა გორანოვაა.

კრივის საღამოს კულმინაცია საქართველოს საჩემპიონო ქამრის გათამაშება იქნება 72 კგ წონით კატეგორიაში, სადაც 8 რაუნდიან ბრძოლაში გამოვლინდება საქართველოს ჩემპიონი გამორჩეულ ქართველ მოკრივეებს, თბილისელ სანდრო ჯაჯანიძესა და ზუგდიდელ ბაქარ ჯალაღონიას შორის.

ორთაბრძოლებს თვალს მიადევნებენ ვეტერანი მოკრივეები, უცხოელი სტუმრები, საზოგადოებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობების თვალსაჩინო წარმომადგენლები.

გულშემატკივართათვის დასწრება თავისუფალია.

აქვე გაგაცნობთ დანარჩენ საბრძოლო წყვილებსაც:

68კგ – 4 რაუნდი
გია თოთლაძე (გორი) – სერგო აგამიროვი (თბილისი)

61კგ – 4 რაუნდი
გიორგი გოგატიშვილი (ფოთი) – აჩიკო ოდიკაძე (გორი)

+ 90კგ – 4 რაუნდი
გიორგი კოპაძე (ვარიანი) – თამაზ ზადიშვილი (კასპი)

75კგ – 4 რაუნდი
გიორგი გუჯეჯიანი (მარნეული) – ბადრი გოგიჩაშვილი (გორი)

67კგ – 4 რაუნდი
ლუკა გოგობერიშვილი (თბილისი) – მერაბ თურქაძე (ქუთაისი)

67კგ – 4 რაუნდი
კონსტანტინე ჯანგავაძე (ქუთაისი) – გურამ კურტანიძე (ყვარელი)

76კგ – 4 რაუნდი
იაგო კიზირია (ფოთი) – ნოდარ კუტიბაშვილი (სიღნაღი)

76კგ – 4 რაუნდი
ელენე სიყმაშვილი (საქართველო) – ბორისლავა გორანოვა (ბულგარეთი)

84კგ – 6 რაუნდი
ლევან ლუხუტაშვილი (მესტია) – თამაზ იზორია (ზუგდიდი)

72კგ – 8 რაუნდი (საქართველოს ქამარი)
სანდრო ჯაჯანიძე (თბილისი) – ბაქარ ჯალაღონია (ზუგდიდი)

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ტოჩინოშინი ოკინოუმისთან დამარცხდა (ვიდეო)

ჰაცუ ბაშო, XI დღე ოკინოუმი – ტოჩინოშინი იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა ასანოიამა დაამარცხა (ვიდეო)

ჰაცუ ბაშო, X დღე ასანოიამა – ტოჩინოშინი იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა ტამავაში დაამარცხა (ვიდეო)

ჰაცუ ბაშო, IX დღე ტამავაში – ტოჩინოშინი იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლაშა ტალახაძემ გერმანელ ჟურნალისტს უპასუხა

რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა დოკუმენტური ფილმის შესახებ, რომელიც დოპინგს ეხება. ამ ფილმში გერმანელმა ჟურნალისტმა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მაკგრეგორი: “მე უფრო რუსი ვარ, ვიდრე ხაბიბი! მე მიყვარს რუსეთი!”

UFC-ის ირლანდიელ მებრძოლს, კონორ მაკგრეგორს დონალდ სერონის წინააღმდეგ გამართული შეხვედრის შემდეგ შეკითხვა ხაბიბ ნურმაგომედოვთან შესაძლო […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა თანხა გამოიმუშავეს მაკგრეგორმა და სერონიმ ორთაბრძოლით?

19 იანვარს, ლას ვეგასმა UFC 246-ს უმასპინძლა. ღონისძიების მთავარი დაპირისპირება მაკგრეგორი-სერონის შეხვედრა იყო. ორთაბრძოლა 40 […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მაკგრეგორის დასაფასებელი ჟესტი სერონის დამარცხების შემდეგ (ვიდეო)

დღეს, ლას ვეგასმა UFC 246-ს უმასპინძლა. ღონისძიება კონორ მაკგრეგორისა და დონალდ სერონის ორთაბრძოლით დასრულდა, რომელიც […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მაკგრეგორი – სერონი (აწონვა)

ხვალ, ლას ვეგასში კონორ მაკგრეგორი დონალდ სერონს დაუპირისპირდება. UFC 246-ს ყველა ელის, რადგან სწორედ ამ […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ბოლო ათწლეულის 10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენი

ამერიკულმა ბიზნეს-ჟურნალმა “ფორბსმა” ბოლო ათწლეულის ათი ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენი დაასახელა. ათეულს მოკრივე ფლოიდ მეივეზერი ლიდ...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა განაცხადა ენჰომ ტოჩინოშინთან მარცხის შემდეგ?

15 იანვარს, ჰაცუ ბაშოს მე-4 სატურნირო დღეს ტოჩინოშინი ენჰოს შეხვდა და დაამარცხა. ეს დაპირისპირება იმით […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლაშა ტალახაძეს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება!

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ 2019 წლის საუკეთესო ძალოსნის გამოვლენა დაიწყო. იმისათვის, რომ ლაშა ტალახაძე ზედიზედ მესამედ […]...
წაკითხვა