ანრი: “არ ვფიქრობ, რომ ვენგერმა “არსენალი” უნდა დატოვოს”
ლონდონის “არსენალში” არც ისე კარგი სიტუაციაა. გუნდმა პრემიერ ლიგის ბოლო ორი მატჩი წააგო და მეოთხე ადგილზე იმყოფება. გულშემატკივართა უმრავლესობა არსენ ვენგერის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს, თუმცა ასე არ ფიქრობს “მეთოფეების” ლეგენდა, ტიერი ანრი.
ფრანგმა ფეხბურთელმა ლონდონურ კლუბში განვითარებული მოვლენების მიზეზებზე ისაუბრა.
“თეორიული შანსი იმისა, რომ “არსენალმა” პრემიერ ლიგა მოიგოს, რა თქმა უნდა, არსებობს. თუმცა, აქვთ კი ამის შესაძლებლობა ფეხბურთელებს? ვფიქრობ, ისინი არ არიან გაცნობიერებულები იმაში, თუ რისთვის და როგორ უნდა იბრძოლონ. “მეთოფეებს” მენტალური პრობლემები აქვთ. მათ არ გააჩნიათ თავდაჯარებულობა და შესაბამის მომენტში ადეკვატურად ვერ მართავენ თავიანთ თავებს. აღნიშნული “ჩელსისთანაც” გამოჩნდა.”
“არ ვფიქრობ, რომ არსენმა გუნდი უნდა დატოვოს. მთავრი პრობლემა სპორტსმენებშია. შეცვლის ვენგერი მის ტაქტიკასა და ფეხბურთელებთან განსხვავებული მიდგომით სხვაგვარად წარიმართება სიტუაცია? არ ვიცი, ზუსტად ვერაფერს ვიტყვი.”
“მენტალური სიძლიერე ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტია. შარშან “ლესტერი” ჩემპიონი გახდა, ზაფხულზე მათ ლიდერები შეინარჩუნეს თუმცა ახლა ვხედავთ ცხრილში სად იმყოფებიან. რა დაკარგეს მათ? თავდაჯერებულობა, ის, რაც დღევანდელ “არსენალს” არ აქვს,” – აცხადებს ანრი.