ანრი: “არსენალში” თამაში უფრო მიადვილდებოდა, ვიდრე “ბარსელონაში”
ფეხბურთის ფრანგმა ლეგენდამ, ტიერი ანრიმ, სოციალურ ქსელში სერხიო აგუეროსთან ერთად პირდაპირ ეთერში ისაუბრა. დიალოგისას ფეხბურთელები რამდენიმე საინტერესო თემას შეეხნენ.
“არსენალში” თავისუფალი ვიყავი, შემეძლო იქ წავსულიყავი, სადაც მომინდებოდა. როგორც შენ თამაშობდი დიეგო ფორლანთან ერთად. “არსენალში” თამაში უფრო მიადვილდებოდა, ვიდრე “ბარსელონაში”, რადგანაც ჩემ გვერდით ბერგკამპი ან კანუ იყო. მათ უყვარდათ ცენტრში დარჩენა, რაც უკან ჩამოსვლისა და ფლანგებზე გადასვლის საშუალებას მაძლევდა.
ლონდონში ყოფნისას ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ კლუბის დატოვება მომიწევდა, მაგრამ ასე მოხდა. “ბარსელონაში” წავედი, სადაც სრულად განსხვავებული სიტუაცია დამხვდა. სავსებით განსხვავებული თამაშის ჩვენებას მთხოვდნენ.
რაიკარდი მარცხენა ფლანგზე თამაშს მთხოვდა და როდესაც პეპი მოვიდა… პეპი გასაოცარი მწვრთნელია, მაგრამ ამავდროულად ძალიან მომთხოვნიც არის. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ჭადრაკს ვეთამაშებოდი.
ყველა ფეხბურთელს უნდა, რომ წინ გადადგას ნაბიჯი. ამისათვის საჭიროა, რომ შენ პოზიციაზე დარჩე. სივრცეების აღქმა სხვაგვარად ვისწავლე. 2009 წელს ყველაფერი მოვიგეთ, თუმცა ვგრძნობდი, რომ ჩემ გულში “არსენალი” იყო,” – აცხადებს ანრი.