ანრი: “ჩავიმ კარიერა “ბარსელონაში” უნდა დაასრულოს”
ნიუ იორკ “რედ ბულზის” თავდამსხმელი, ტიერი ანრი აცხადებს, რომ ჩავი ერნანდესი “ბარსელონაში” უნდა დარჩეს და კარიერა სწორედ ამ კლუბში დაასრულოს.
შეგახსენებთ, რომ 33 წლის ნახევარმცველს ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონატში გადაბარგებას უწინასწარმეტყველებდნენ.
“რა თქმა უნდა, ჩავის შეუძლია იქ წავიდეს, სადაც თავად სურს. მე რომ მკითხოთ, მან ფეხბურთისთვის და “ბარსელონასთვის” ძალიან ბევრი რამ გააკეთა, ამიტომ ის კატალონიურ გრანდში უნდა დარჩეს და კარიერა იქ დაასრულოს”, – ამბობს ანრი.