ანრი: “იოზილი პირესს მაგონებს”
ლონდონის “არსენალის” ყოფილი ფეხბურთელი, ტიერი ანრი, რომელიც ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში, “ნიუ იორკ რედ ბულსის” ღირსებას იცავს, აცხადებს, რომ მას “მეთოფეთან” გერმანელი ნახევარმცველი, მესუთ იოზილი რობერტ პირესს აგონებს.
შეგახსენებთ, რომ იოზილი “არსენალში” გასულ ზაფხულს, მადრიდის “რეალიდან” გადავიდა. გერმანიის ნაკრების წევრმა, ლონდონელთა შემადგენლობაში, ოთხი გოლის გატანა და შვიდი საგოლე პასის გაკეთება უკვე მოახერხა.
“მესუთის თამაშის სტილი ძალიან მხიბლავს. ის რობერტ პირესს მაგონებს. იოზილი თამაშს მშვენივრად ალაგებს, საგოლე პასებს აკეთებს და რა თქმა უნდა, გუნდისათვის დიდი წარმატება მოაქვს. ვფიქრობ, “არსენალმა” მისი შეძენით, შესანიშნავი გადაწყვეტილება მიიღო”, – ამბობს ანრი.