ანრი: “ნახევარი გული ოჯახს ეკუთვნის, ნახევარი – “არსენალს”
ტიერი ანრი ლონდონის “არსენალს” კიდევ ერთხელ გამოუტყდა სიყვარულში.
“თუ მკითხავთ, ვისურვებდი თუ არა “არსენალის” მწვრთნელად მუშაობას, დადებითად გიპასუხებთ. თუ მკითხავს, ვისურვებდი თუ არა “არსენალის” ეკიპირების დამტარებლად მუშაობას, დადებითად გიპასუხებთ. თუ მკითხავთ, ვისურვებდი თუ არა “ემირეითსის” მინდვრის საფარის გამკრეჭად მუშაობას, ამაზეც დადებითად გიპასუხებთ. “არსენალში” კიდევ ერთხელ თამაშსაც ვისურვებდი, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ეს შეუძლებელია.
“არსენალი” ჩემი ნაწილია და ყოველთვის იქნება. ნახევარი გული ოჯახს ეკუთვნის, ნახევარი კი – “არსენალს”. ვერ აღვწერ კლუბის ფანებთან დამოკიდებულებას, ისინი მუდმივად მენატრებიან”, – თქვა ანრიმ FourFourTwo-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ 25 თებერვალს 43 წლის ფრანგმა სპეციალისტმა კანადური “მონრეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტი ოჯახური მიზეზების გამო დატოვა.