ანრი: “ნეტავ, ჟირუს გვერდით მეთამაშა”
ლონდონის “არსენალის” ლეგენდამ, ტიერი ანრიმ “მეთოფეთა” ამჟამინდელ თავდამსხმელზე, ოლივიე ჟირუზე ისაუბრა. მან ფრანგი შეაქო და მის გვერდით თამაშის სურვილი გამოთქვა.
“სასიამოვნო იქნებოდა, რომ თავის დროზე ოლივიეს გვერდზე მეთამაშა. ის შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელსაც აქვს განსხვავებული სათამაშო სტილი. ჟირუს ის მნიშვნელოვანი თვისებები გააჩნია, რომლებსაც ბევრი ფორვარდი ინატრებდა.”
“ყოველთვის ვსამ ასეთ კითხვას: რა უნდა შეცვალოს “არსენალმა”, რომ პრემიერ ლიგის ჩემპიონი გახდეს? ამისთვის, ჩემი აზრით, კიდევ მეორე, მაღალი დონის ფორვარდია საჭირო.”
“ჟირუს არასდროს ვაკრიტიკებ. მას მუდამ ვაქებ, რადგან თავის საქმეს მშვენივრად აკეთებს. მაგრამ, უდავოა, რომ “მეთოფეებს” კიდევ ერთი შემტევი უნდათ, რათა სრულყოფილი შემადგენლობა ჰყავდეთ. შემადგენლობა, რომელიც ჩემპიონობის რეალური კანდიდატი იქნება. ასეთი კოლექტივის შესაკვრელად, ასევე, ძლიერი საყრდენიცაა საჭირო. ამგვარი ფეხბურთელის არსებობა მესუთ იოზილს დაეხმარება, რათა ბოლომდე გამოავლინოს მისი ტალანტი.”
“ამ პრობლემების მოგვარების შემთხვევაში, დიდი მიზნების მიღწევაზე საუბარი რეალურია,” – აცხადებს ანრი.