ანრი: „პუიოლი MLS-ს მოუხდება“
„ნიუ-იორკ რედ ბულსის“ თავდამსხმელს ტიერი ანრის თავისი ყოფილი თანაგუნდელის კარლეს პუიოლის MLS-ში ხილვა სურს.
„პუიოლის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ და „ბარსელონას“ მაისურით მის ბოლო მატჩებს ვუყუროთ. კარლესის გადაწყვეტილება ფეხბურთისა და კლუბის მიმართ პატივსცემის კარგი მაგალითია. თუ მას აშშ-ში თამაშის სურვილი ექნება, მას აქ დიდ სიამოვნებით მიიღებენ. MLS-ისთვის პუიოლი ბრწყინვალე მოთამაშე იქნება. კარლეს ჭკვიანი ადამიანია, მან კარგად იცის, თუ რა სურს და თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის“, – განაცხადა ანრიმ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ვეტერანმა მცველმა მიმდინარე სეზონის შემდეგ „ბარსელონადან“ წასვლის შესახებ განაცხადა.
ალექსანდრე მატევოსოვი