ანსუ ფატის მეორე ოპერაცია სჭირდება და ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს

თარიღი: მაისი 5, 2021

ანსუ ფატის მდგომარეობა კვლავ გართულდა. ლა ლიგის მეცხრე ტურში მიღებული ტრავმის გამო, ახალგაზრდა ესპანელ ფეხბურთელს ევროპის ჩემპიონატისა და ოლიმპიადის გამოტოვება მოუწევს. ამ ინფორმაციას Marca ადასტურებს.

თავდაპირველი ცნობების თანახმად ფატი მოედანს აპრილის თვეში უნდა დაბრუნებოდა, თუმცა მდგომარეობა გართულდა და ესპანელს კიდევ ერთი ოპერაციის ჩატარება მოუწევს.

ფატიმ ვარჯიშზე დაბრუნება ერთხელ უკვე სცადა, თუმცა მალევე იგრძნო დისკომფორტი მუხლის არეში. ფატის ოპერაციას მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ექიმი ჟოზე კარლოს ნორონჰა ჩაუტარებს, რომელიც პეპეს, ფალკაოს, ჰალკის, დი მარიასა და რობენის ტრავმებს მკურნალობდა.

მსგავსი სიახლეები