ანტე ჩორიჩი: “ლივერპული” უარით გავისტუმრე”
ზაგრების “დინამოს” ხორვატი ნახევარმცველი, ანტე ჩორიჩი აღიარებს, რომ მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ლივერპულის” ბანაკში გადაბარგება შეეძლო, თუმცა, მან ამას ხორვატიაში დარჩენა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში არჩია.
“ძალიან მიხარია, რომ ჩემი გადაბირება ასეთ დიდ კლუბებს სურს. მაგრამ, ჩემი სურვილი საყვარელ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია.
ყველაფერი ჩემი გადასაწყვეტი იყო. მხოლოდ სამედიცინო შემოწმება უნდა გამეარა იმისათვის, რომ “ლივერპულში” ჩავრიცხულიყავი. მაგრამ, “დინამოში” დარჩენა გადავწყვიტე, სადაც გაცილებით მეტის გაკეთება შემიძლია.”
ცნობისთვის გეტყვით, რომ ზაგრებული კლუბი H ჯგუფში, “იუვენტუსთან”, “სევილიასა” და “ლიონთან” გაარკვევს ურთიერთობებს.