ანტონეტი: “მიქაუტაძე “მეცში” დაბრუნდება”
ფრანგული “მეცის” მთავარმა მწვრთნელმა, ფრედერიკ ანტონეტიმ გიორგი მიქაუტაძის შესახებ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ქართველი თავდამსხმელი მათ გუნდში დაბრუნდება.
“მიქაუტაძე “მეცში” დაბრუნდება და მომდევნო სეზონში მას შანსი მიეცემა. ის ძალიან ბევრს მოძრაობს და სახიფათოა. მისი სტილის თავდამსხმელი არ გვყავს”, – თქვა ანტონეტიმ ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ 20 წლის ქართველი ფეხბურთელი ლიგა 1-ში მოასპარეზე “მეცის” საკუთრებაა და ის ბელგიურ “სერენში” განათხოვრებული. მიქაუტაძემ ბელგიის რანგით მეორე დივიზიონში ჩატარებულ 20 მატჩში 19 გოლის გატანა მოახერხა.