ანტონი მატრიალი: რუნი არ მიცნობს? ეს ნორმალურია

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალწვეულ ანტონი მარტიალს სულაც არ აწუხებს ის ამბავი, რომ ყველაზე ძვირადღირებული ფრანგი ფეხბურთელი გახდა ისტორიაში.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის შემტევი „მანკუნიანებში“ 80 მილიონ ევროდ გადავიდა „მონაკოდან“.
_ ყველა ახლობელი გახარებულია მომხდარით. ერთია, მათ ცოტა აშინებდა ასეთი მაღალი ფასი, მაგრამ მე არანაირი ყურადღება არ მიმიქცევია. მანჩესტერში“ უფრო სპორტული პრინციპების გამო გადავედი. ლუი ვან გაალმა მკითხა თუ სად მირჩევნია თამაში, ვუპასუხე, რომ ცენტრფორვარდად, მაგრამ მითხრა რომ შეტევის ყველა ადგილზე გამომიყენებს, _ აღნიშნავს ფეხბურთელი.
მატრიალს ასევე რუნის შესახებ ჰკითხეს, რომელმაც განაცხადა, რომ არ იცის ასეთი ფეხბურთელი.
_ რუნიმ განაცხადა, რომ არ გაუგონია ჩემს შესახებ? ეს ნორმალურია, რადგან საფრანგეთის ჩემპიონატში მხოლოდ 52 მატჩი ჩავატარე, ხოლო ნაკრებში საერთოდ არ მითამაშია. თუმცა, მოხარული ვარ, რომ აწი ერთ გუნდში ვითამაშებთ _ რუნი ჩინებული ფეხბურთელია, _ დასძინა მარტიალმა.