ანტონიო კონტე: “მანჩესტერ სიტი” დიდ პრობლემას წარმოადგენს”
ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ “მანჩესტერ სიტის” ბრწყინვალე ასპარეზობაზე ისაუბრა, რომელმაც ჩემპიოანტის დაწყების შემდეგ მხოლოდ ორი ქულა დაკარგა და ახლა უახლოეს მდევარ “მანჩესტერ იუნაიტედს” ხუთი ქულით უსწრებს.
“ვფიქრობ, პრემიერ ლიგას, ყველას იმ კლუბს, რომელიც ჩემპიონობაზე აცხადებს პრეტენზიას, დიდი პრობლემა აქვს “მანჩესტერ სიტის” სახით. რადგანაც თუ “სიტი” ასე გააგრძელებს ასპარეზობას, მისი შეჩერება წარმოუდგენლად რთული იქნება.
მართალია, ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ ჩვენ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ. დღეს ჩვენ ვიმსახურებთ ამ მდგომარეობაში ყოფნას. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი ჩვენ სასიკეთოდ შემობრუნდება,”- აცხადებს იტალიელი სპეციალისტი.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ანტონიო კონტეს გუნდი პრემიერ ლიგის 10 ტურის შემდეგ 19 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს და 9 ქულით ჩამორჩება ლიდერ “მანჩესტერ სიტის”. მომდევნო მატჩს “არისტოკრატები” “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ გამართავენ.