ანტონიო კონტე: “შეგვიძლია ჩემპიონობაზე ვიოცნებოთ”
9 თებერვალს “სან სირომ” იტალიური ფეხბურთის ყველაზე პრინციპულ დაპირისპირებას უმასპინძლა, რაც “დერბი დელა მადონინას” სახელითაა მონათლული. პირველი ტაიმის წაგების (0-2) შემდეგ ანტონიო კონტეს “ინტერმა” “მილანის” კარში 4 გოლის გატანა და მატჩის შემობრუნება შეძლო.
“განსაკუთრებული ღამე იყო. პირველ ტაიმში ნამდვილად რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით. მიმდინარე სეზონში ასეთ ცუდ მდგომარეობაში ჯერ არ ვყოფილვართ. იყო იმის რისკიც, რომ გავნადგურებულიყავით.
ნაცვლად განადგურებისა, ჩვენ მებრძოლი სული გამოვაჩინეთ, საკუთარ თავში რწმენა ვიპოვეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ჩემი ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ.
ამ მატჩში მე დავინახე, რომ გუნდი სერიოზული მიზნისთვის იბრძვის. ამაზე საუბარი ჯერ კიდევ ადრეა, თუმცა შეგვიძლია ჩემპიონობაზე ვიოცნებოთ,” – აცხადებს იტალიელი სპეციალისტი.